განათლება
ქეთევან გიგაშვილი – თესაუ-ს რექტორმა თავიდან მომიშორა

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება გაუქმდა. მისი ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი აღნიშნულ ფაქტს პირად ანგარიშსწორებად აფასებს. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციას წინასწარ არ უცნობებია და აღნიშნულის შესახებ თანამშრომლისგან შემთხვევით შეიტყო.


„აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული სხდომა ჩაუტარებიათ ოთხშაბათს. გაუტანიათ განყოფილების გაუქმების საკითხი, რის შესახებაც საქმის კურსში არ ვიყავი. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, მე ვარ დაინტერესებული პირი და თავისთავად უნდა ვყოფილიყავი სხდომაზე. ამის შესახებ ერთი კვირით ადრე უნდა მცოდნოდა. დღის წესრიგიც არ ყოფილა გამოკრული. შექმენს არა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, არამედ კავკასიოლოგიური. ეს ერთი მიმართულებაა, რაც არაფერ შუაშია ამ სამეცნიერო განყოფილების გაუქმებასთან. უნივერიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ შეიქმნა კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრი ეს ცალსახად ნიშნავს სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გაუქმებას. ამ ცენტრის გაუქმება მე მიკავშირდება, რექტორმა თავიდან მომიშორა, პირადი ანგარიშსწორებაა. როგორც პიროვნება, მიუღებელი ვარ მისთვის, რადგანაც მოქალაქეობრივ პოზიციას ვაფიქსირებ. თესაუ-ს სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსი აქვს და ძალიან უცნაურია, რომ სამეცნიერო კვლევითი განყოფილება გაუქმდა.“
ინფორმაციის გადასამოწმებლად უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, პროფესორ ნუნუ გელდიაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გაუქმება სამეცნიერო დარგის განვითარებასა და წინსვლას უკავშირდება.
-” ამ მოკლე ხანში მოხდა ორგანიზაციული ცვლილება. სამეცნიერო დარგის ორგანიზაციული და ხარისხობრივი სრულყოფისათვის საშტატო განრიგს დაემატა რექტორის მოადგილის შტატი სამეცნიერო მიმართულებით. გადაიდგა კიდევ მეორე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შეიქმნა პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სახით. პირიქით, ორგანიზაციული ცვლილება დაუკავშირდა ხრისხობრივ სრულყოფას. ადმინისტრაციას კარგად აქვს გააზრებული, რომ უნივერსიტეტი უნდა იქცეს თანაბარ წილად სასწავლო-კვლევით მძლავრ დაწესებულებად. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ბალანსი დარღვეული იყო. აღარ გვყვავდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, იყო მხოლოდ სასწავლო დარგში. სამეცნიერო მიმართულება რანგობრივად დაბლა იყო და ექვემდებარებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. კარგა ხანია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ითხოვდა განყოფილების რეორგანიზაციას სამეცნიერო მიმართულების ხარისხობრივი ამაღლების მიზნით.
ნუნუ გელდიაშვილის თქმით, უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა რანგობრიბად გათანაბრდა.
– “უნივერიტეტში ასევე არსებობს 10 დეპარტამეტი. აკადემიური პერსონალი იქაა თავმოყრილი. დეპარტამენტები, ბიბლიოთეკა თავისი სამკითხველო დარბაზით, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, – ის ერთიანი მსხვილი რგოლია, რომელიც ღია და კოორდინირებული მოქმედებით უნივერსიტეტში სრულფასოვნად უზრუნველყოფს სამეცნიერო მიმართულების განვითარებას. აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მიმდინრე ეტაპზე სამეცნიერო კვველვითი განყოფილება გაუქმებულიყო.”
პროფესორის განმარტებით, სეციალისტები, რომლებიც განყოფილებაში ტექნიკურ საქმიანობას ასრულებდნენ, მუშაობას შესრულებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.
პროფესორის თქმით, ქეთევან გიგაშვილი განყოფილების გაუქმების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდა.
– “ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღღვანელმა შალვა ჭკადუამ არაერთხელ დასვა საკითხი, რომ ამ განყოფილების რეორგანიზაცია უნდა მომხდარიყო. საბჭოების დღის წესრიგი საჯაროდ იყო გამოკრული. მე როგორც ვიცი, დაძახებულ იქნა აკადემიურ საბჭოზეც. იმ დღისით მისი განყოფილება დაკეტილი იყო, ქეთევან გიგაშვილი სამსახურში არ იმყოფებოდა.”
რექტორის მოადგილის განმარტებით, თუკი ქეთევან გიგაშვილი რომელიმე სამეცნიერო პროექტს ახორციელებს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
“ამ ეტაპზე მას შეიძლება სამეცნიერო-კვლევით ცენტრში რაიმე თანამდებობა არ ჰქონდეს. ის ჩვეულებრივ რჩება პროფესორად ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში. განყოფილების გამგეობა მისი დამატებითი თანამდებობა იყო. რაც შეეხება მის სამომავლო თანამშრომლობას ცენტრთან, თუ სხვა პროექტი იქნება შეთავაზებული, აკადემიური და წარმომადგენლობითი საჭო განიხილავს.”
აქვე განვმარტავთ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევით ცენტრს თენგიზ სიმაშვილი უხელმძღვანელებს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google