განათლება
მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის მოდელირების პროექტი "აისში"
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" გაიმართა შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატურ ჯგუფსა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტების პაკეტი, რომელშიც იგულისხმება მასწავლებელთა ანაზღაურებისა და სახელფასო დანამატების, მასწავლებელთა რეგისტრაციის სისტემის ადმინისტრირების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის შესახებ სხვადასხვა ბრძანებების პროექტები.
დოკუმენტების პაკეტი შემუშავებული იქნა ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მასზე საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ. პროექტების განხილვაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩართულნი იყვნენ პროფესიული კავშირის, დამსაქმებელთა ასოციაციებისა და სხვა სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები.
მას შემდეგ, რაც პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტების პაკეტის განხილვა და შეჯერება მოხდება პროფესიული განათლების მოქმედ მასწავლებლებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ბრძანებების პროექტები განსახილველად პროფესიული განათლების ეროვნულ საბჭოს წარედგინება.

აღსანიშნავია, რომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი" იქნება პირველი კოლეჯი საქართველოში, სადაც მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის მოდელირება განხოციელდება. 2017 წლიდან ამ პროცესში ყველა კოლეჯი ჩაერთვება.
| Print |
FaceBook Twitter Google