განათლება
პირველი სკოლა "რა? სად? როდის?" გამარჯვებულია
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
"შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. ინტელექტუალური თამაშის საზაფხულო სეზონში გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა ჩუმლაყის, ხოლო მესამე ადგილზე გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდები. მინდა ყველა მონაწილეს და განსაკუთრებულად პირველი საჯარო სკოლის გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება."-აღნიშნა გურჯაანის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა.

"ზოგადად ინტელექტუალური თამაშები ძალიან დაძაბული და საინტერესოა. ეს შეჯიბრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გამარჯვებას არ მოველოდი, რადგან კონკურენცია დიდი იყო, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ."-აღნიშნა პირველი საჯარო სკოლის გუნდის "პირველების" კაპიტანმა ანი ზირაქაშვილმა.

გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად ბროლის ბუ და სიგელები გადაეცა. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე გოგო - არაშენდის გუნდის კაპიტანი ეკა ზვერიაშვილი და საუკეთესო მოაზროვნე ბიჭი- ჩუმლაყის გუნდის კაპიტანი გიორგი ლიპარტაშვილი. "ბეკოს" ტექნიკის მაღაზიის მფლობელმა ბიზნესმენმა ნიკა გეთიაშვილმა გამარჯვებული გუნდის წევრებს მეხსიერების ბარათები და ყურსასმენები გადასცა.


| Print |
FaceBook Twitter Google