თელავის მუნიციპალიტეტის 7 საბავშვო ბაგა - ბაღს კახეთის სამხარეო
განვითარების პროგრამის მენეჯერმა - ნანა ათუაშვილმა სათამაშოები და
ინვენტარი, ხოლო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა გიორგი
კოჭლოშვილმა სააღმზრდელო ლიტერატურა გადასცეს.
თელავის მუნიციპალიტეტს უკვე ორი წელია გაფორმებული აქვს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი World Vision საქართველო კახეთის
სამხარეო განვითარების პროგრამასთან, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პუნქტია ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით
თანამშრომლობა.
საჩუქრები კისისხევის, კონდოლის, წინანდლის, ქვემო ხოდაშენის,
ბუშეტის, ვანთის და აკურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს.
საჩუქრების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი-
ალექსანდრე შათირიშვილი,გამგებლის მოადგილეები და საბავშვო ბაღების
გამგეები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები