განათლება
"წიგნების თარო" გურჯაანში
დღეს ქალაქ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში "წიგნების თარო", რომელშიც მონაწილეობდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
"დღევანდელი კონკურსი ჩატარდა ახალგაზრდული საკრებულოსა და რესურს-ცენტრის მხარდაჭერით. თამაში ორ ტურად გაიმართა. გამარჯვებულებს  წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ," - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ახალგაზრდული საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა და დღევანდელი ღონისძიების წამყვანმა თამარ საქუაშვილმა.

პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა, ხოლო მეორეზე - გ. ჭილაშვილის სახელობის მე-4 საჯარო სკოლა.
"ამ თამაშში ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე 11 ქულით ვლიდერობდით, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებამდე  ერთი ქულა დაგვაკლდა. მადლობას ვუხდი ახალგაზრდულ საკრებულოსა და რესურს-ცენტრს. კარგი იქნება თუ ამგვარი კონკურსები მომავალშიც გაიმართება," - გვითხრა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ქოროღლიშვილმა.

ასეთი ტიპის ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართა. მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს ტრადიციად დამკვიდრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google