განათლება
96 ჩაჭრილი მოსწავლე გურჯაანში
გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. გურჯაანში გამოცდებზე 467 მეთორმეტე კლასელი გავიდა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, მათგან 64 მოსწავლე ჩაიჭრა.

-"ბავშვები ძირითადად ჩაიჭრნენ უცხოურ ენაში, როდესაც ამ საგანში ყოველთვის წარმატებულები არიან. ისტორიაშიც ვერ გადალახეს ზღვარი და ცოტა გამიკვირდა. მეორე წლიანებიდან (ვინც გასულ წელს ზღვარი ვერ გადალახა) 32 ჩაიჭრა. გასულ წელთან შედარებით ასეთი მოსწავლეების რაოდენობა მეტია. მე კმაყოფილი ვარ ამ მონაცემებით, იმიტომ, რომ ეს რეალური შედეგია. გამოცდები ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ბავშვებს არ ჰქონდათ ერთმანეთთან გადალაპარაკების, ინფორმაციის მიწვდის, ერთმანეთის მონიტორში ჩაჭყეტის საშუალება. ყველამ პატიოსნად მიიღო შეფასება".

შეგახსენებთ, რომ გამოსაშვები გამოცდები 24 მაისს დასრულდა. მეთორმეტეკლასელებმა ჩააბარეს შემდეგი საგნები -  ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა.

| Print |
FaceBook Twitter Google