განათლება
თელავის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამებს სახელმწიფო დააფინანსებს
28 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ეკონომიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და მათემატიკის სადოქტორო პროგრამებს აკრედიტაცია მიანიჭა.
2017 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის და მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პროგრამები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე განხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ /