განათლება
სექტემბრიდან სახელმძღვანელოები იცვლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება.

„მოგეხსენებათ, ახლახან დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა მასწავლებელთა ფართო საზოგადოებამ მიიღო. ახლა დავიწყებთ გრიფირების პროცესს. ეს ჩვენთან, სამწუხაროდ, ჩქარ რეჟიმშია, თუმცა ეს დაპირებაც მივეცი მასწავლებლებს, რომ სანამ სახელმძღვანელოები მათთან მოხვდება, მანამ საშუალება ექნებათ, ნახონ და ცვლილებები შეიტანონ მასში. მე პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ვინც მივა სკოლაში, მათ დახვდებათ თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელო. უცხო ენის სახელმძღვანელოები აქამდეც კარგი გვქონდა, იმიტომ რომ საერთაშორისო წყაროებიდან იყო. დიდწილად იგივე დარჩება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
| Print |
FaceBook Twitter Google