განათლება
თელავის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობას აკრედიტაცია მიენიჭა
2017 წლისთვის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას გამოაცხადებს.

მიმდინარე წლის 12 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამართლის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.

„ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რაც ამ ბოლო პერიოდში მოვიპოვეთ. სამართლის სპეციალობის არსებობას უნივერსიტეტში რეგიონის აბიტურიენტებისათვის დიდი ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა აქვს“,- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან სამართლის სპეციალობაზე მიღება აღარ ყოფილა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ /