განათლება
მასწავლებელზე საუკეთესო მოთხრობის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.   გამარჯვებულები
დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი:
I ადგილი - 1000 ლარი;

II ადგილი - 700 ლარი;

III ადგილი - 500 ლარი.

გარდა ამისა, საუკეთესო მოთხრობების ათეული გამოქვეყნდება ჟურნალში "მასწავლებელი“. ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google