განათლება
ხელახალი გასწორების შედეგად შეფასება 389 ნაშრომს შეეცვალა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციიის შედეგები გამოაქვეყნა. სააპელაციო განაცხადების რაოდენობა ნაშრომების (150 ათასზე მეტი) 1,34%-ს შეადგენდა. კომისიის მიერ ნამუშევრების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 389-ს. (მთლიანი ნაშრომების 0.26%-ს) ქულა მოემატა - 361-ს, ხოლო 28-ს დააკლდა.

სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად, მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გაგახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google