განათლება
იუსტიციის სახლებს განათლების სამინისტროს სერვისი დაემატა
განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამ სერვისის გაცემა იუსტიციის სახლმა დაიწყო. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმება მოქალაქეებს უკვე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობა ქალაქიდან და დაბიდან გაუსვლელად დროისა და ფინანსების დაზოგვით ამ მომსახურებას უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღებს.
აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google