განათლება
თელავის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რიცხვი გაიზარდა
სტუდენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
2014 წელს ეს რიცხვი  179-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 230-ს.

"მნიშვნელოვნად გაზრდილია ასევე, თესაუ-ში მობილობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობაც. 2016-2017 სასწავლო წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი საქართველოს სხვადასხვა უმაღესი სასწავლებლების 56-მა სტუდენტმა გამოთქვა და ისინი მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან თესაუ-ს სტუდენტები გახდებიან."- განუცხადეს speqtri.ge-ს თესა-ში.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტუდენტი / თესაუ /