განათლება
დაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა მხოლოდ 31-მა ჩააბარა
2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს აქვთ. გამოცდაზე გასული 3024 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 31 დასძლია.

I-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებულზე 532 პედაგოგით ნაკლები გავიდა, 1831 აპლიკანტიდან კი გამოცდა წარმატებით მხოლოდ 67-მა ჩააბარა.

საგნების მიხედვით შედეგები კი ასე გამოიყურება:

ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 836 – ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;
მათემატიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 971. ზღვარი წარმატებით გადალახა 383-მა;
ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 1278. ზღვარი წარმატებით დასძლია 471-მა;
რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 462. ზღვარი წარმატებით გადალახა 193-მა;
გერმანული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 79. ზღვარი გადალახა 26-მა;
ფრანგული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 14. ზღვარი გადალახა 7-მა;
ისტორია VII –XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 877. ბარიერი გადალახა 259-მა;
გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 602. ზღვარი წარმატებით დასძლია 187-მა;
სამოქალაქო განათლება VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 544. ზღვარი წარმატებით დასძლია 103-მა;
ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 368, ბარიერი გადალახა 21-მა;
ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 372. ზღვარი გადალახა 20-მა;
ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 548, ზღვარი წარმატებით გადალახა 210-მა;
მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 1676. ზღვარი წარმატებით დასძლია 271-მა;
ბუნებისმეტყველება I-VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 647. ზღვარი წარმატებით დასძლია 31-მა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა 451. გადალახა ბარიერი 165-მა;
ქართული როგორც მეორე ენა – გამოცდაზე გავიდა 371. ბარიერი გადალახა 106-მა;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა 519. ბარიერი გადალახა 89-მ;
მუსიკა – გამოცდაზე გავიდა 920. ზღვარი გადალახა 275-მა;
სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა 173-მა.


| Print |
FaceBook Twitter Google