განათლება
თელავის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. წვევამდელის მოწმობა და ასლი (ვაჟებისათვის);
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი);
4. 3 ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თელავის უნივერსიტეტში  278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ /