განათლება
საქართველოში განათლების სისტემა ახალ ეტაპზე გადადის
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 3 ოქტომბრიდან განათლების სისტემა სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.


როგორც მან აღნიშნა, ახალი მოდელით - დუალური განვითარების სისტემით, იწყება რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობა რეალობად იქცა.

„წელს, პირველად, დაიწყება დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე: მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალურ პროგრამების განხორციელება ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში. ეს კოლეჯები პირდაპირ მოამზადებენ ახალგაზრდებს. ეს არის რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით განსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალი დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დამსაქმებლებს. პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით ჩართული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები," - აღნიშნა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google