განათლება
ქვემო ალვანში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია დასრულდა
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.


მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოინახულეს.  გასული 2-3 წლის განმავლობაში პროფესიული სასწავლებლის ყველა სტუდენტი დასაქმდა. ძირითადად სტუდენტები მთა-თუშეთში სუვენირების დამზადებით არიან დაკავებული.
| Print |
FaceBook Twitter Google