განათლება
სოფელ ლამბალოში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა [Photo]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი. ახალი სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგაურმა გახსნეს.

სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები დამხმარე სათავსოებით. ამასთან, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც და ერთ-ერთი პირველი სკოლაა, სადაც ლიტფი ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, სკოლის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება მიმდინარეობს.

წლების განმავლობაში, ლამბალოს სკოლა ნაქირავებ შენობებში იყო განთავსებული, რის გამოც მოსწავლეებს ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში უწევდათ სწავლა.

| Print |
FaceBook Twitter Google