განათლება
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10:00 საათიდან შეეძლებათ. მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად მიიღებენ.

1. ქართული ენა და ლიტერატურა - X-XII
2. ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის -X-XII
3. მათემატიკა -X-XI-XII
4. ფიზიკა -X-XI-XII
5. ქიმია -X-XII
6. ბიოლოგია -X-XII
7. ისტორია -X-XII
8. გეოგრაფია -X-XII
9. უცხოური ენა -X-XII



| Print |
FaceBook Twitter Google