განათლება
„საქართველოს მოხალისე“ - ერთად გადავჭრათ ოჯახური ძალადობის პრობლემა
დღეს გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.


ღონისძიებას ამ თემით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ნაზი მწარიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თემა აქტუალურია და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„დღევანდელი სესია ძალიან მომეწონა, იყო დიდი მსჯელობა, დისკუსია, აზრის გაცვლა-გამოცვლა, რამაც კმაყოფილი დამტოვა; ვინაიდან, ეს მსოფლიო გლობალური პრობლემაა, უამრავი ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე. ვისურვებდი, რომ ამ ტიპის საზოგადო პრობლემებზე მომავალშიც ხშირად გაიმართოს ტრენინგები და ვფიქრობ, ეს ხალხის თვითშეგნების ამაღლებას გამოიწვევს.“
დღევანდელი ჩვენი სესიის თემა ოჯახური ძალადობაა. ამბობს პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ სპიკერი მარიამ ყოჩაშვილი: „ამ თემაზე საუბარი იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მხრივ საქართველოში ძალიან მწვავე პრობლემებია, გვინდა, ბავშვებს თვითშეგნება ავუმაღლოთ და ასევე ვასწავლოთ გადაჭრის გზები. “

როგორც პროექტის რაიონული კოორდინატორი გიორგი ედიშერაშვილი განმარტავს: „დღევანდელი სესია ტარდება „სპორტისა და ახალგაზრდობის“ სამინისტროს პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში. ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, როგორც გურჯაანში ასევე, სხვადასხვა სოფლებშიც. ვცდილობთ, ყველა დაინტერესებული მოზარდი ჩავრთოთ პროექტში და ერთად გადავჭრათ ჩვენი რაიონის პრობლემები.“
„საქართველოს მოხალისე“ გურჯაანში სხვადასხვა ტიპის აქტივობებს გეგმავს გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google