განათლება
სემინარები სკოლის ექიმებისთვის
სხვადასხვა ტიპის ინფექციებისგან მოსწავლეების დასაცავად და გართულებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმები ინსტრუქციებს მიიღებენ.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, მათთვის პრევენციული ზომების შესახებ გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი უკვე დაიწყო.
როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განაცხადეს, ამ საკითხის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება ექიმის კაბინეტს, ამჟამად მუნიციპალიტეტის მხოლოდ ოთხ სკოლაში ფუნქციონირებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, ექიმის კაბინეტითა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფილია 365 სკოლა. 2017 წლის ბოლომდე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში კიდევ 500 კაბინეტის მოწყობაა დაგეგმილი.

| Print |
FaceBook Twitter Google