განათლება
გურჯაანში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" განახლდა
გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო სეზონის პირველი ტური გაიმართა.

მონაწილეობას 17 სკოლის გუნდი იღებს. ამ სეზონზე პირველად, გუნდის შემადგენლობაში მოსწავლეებთან ერთად ერთი მასწავლებელიცაა.

-"სულ ოთხი ტური ჩატარდება, გამოვლინდება ექვსი საუკეთესო გუნდი, რომელიც ფინალში იასპარეზებს. ასევე დასახელდება საუკეთესო მოაზროვნე გოგო და ბიჭი. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა დავით მურაკაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google