განათლება
ჩალაუბნის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
speqtri.ge-ს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის თქმით, სკოლაში აუდიტის სამსახურია შესული, თუმცა რა საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ისინი მოსწავლის მშობელსა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებს იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია speqtri.ge-მ 17 თებერვალს გამოაქვეყნა.

მშობლის მტკიცებით, სკოლის ხელმძღვანელმა მის შვილს პანდუსით სარგებლობის უფლება არ მისცა და კიბიდან უკან ჩამოიყვანა.
| Print |
FaceBook Twitter Google