განათლება
UWC-ის გამარჯვებული ჩუმლაყიდან
წელს უკვე მეოთხედ , ნიჭიერ მოსწავლეებს საქართველოდან საშუალება აქვთ ისწავლონ მსოფლიოში ცნობილ UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები) კოლეჯებში.
2017-2019 სასწავლო წელს გამოყოფილია 7 ადგილი მოსწავლეებისთვის საქართველოდან შემდეგ კოლეჯებში:
3 ადგილი UWC Dilijan College (სომხეთი), UWC Adriatic (იტალია), UWC Maastricht (ნიდერლანდები), UWC Red Cross Nordic (ნორვეგია) და UWC Robert Bosch College (გერმანია).

UWC პროგრამაში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ყოჩაშვილმა, რომელიც თავისი წარმატების შესახებ გვიყვება.

-„ჩემი მეგობარი გახდა UWC-ის გამარჯვებული და დღეს უკვე სწავლობს დილიჟანის კოლეჯში. ამ პროგრამის შესახებ მისგან შევიტყვე. ძალიან მინდოდა საზღვარგარეთ განათლების მიღება და გადავწყვიტე, აპლიკაცია შემევსო. ვფიქრობ, ეს არის არაჩვეულებრივი შანსი ყველა ახალგაზრდისათვის. კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად; პირველი ეტაპი - აპლიკაცია მოიცავდა ფსიქოლოგიურ კითხვებს, სადაც ჩემს თავსა და ოჯახზე ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი, ასევე ჩემს მოხალისეობაზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე. მეორე ეტაპი იყო skype (სკაიპ) გასაუბრება, რომელიც მქონდა ერთ-ერთი კოლეჯის პროფესორთან, გასაუბრება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. მესამე ეტაპი, ანუ ფინალი, ჩატარდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (თბილისში), სადაც მოვხვდი პირველ შვიდეულში. “

მარიამი აგვისტოში, ორი წლით, მიემგზავრება წითელი ჯვრის კოლეჯში, ნორვეგიაში. როგორც თავად ამბობს, კოლეჯის დასრულების შემდეგ გადაეცემა საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომი (აიბი), რაც შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელოს მსოფლიოს ნებისმიერ პრესტიჟულ უნივერსიტეტში.

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, მარი ყოჩაშვილი ურჩევს შემდეგ წელს გამოიყენონ შანსი და გაიარონ რეგისტრაცია.

ცნობისათვის, United World Colleges (UWC) დაარსდა 1962 წელს. UWC სკოლები 16 ქვეყანაში, მსოფლიოს ოთხ კონტიტენტზე (ქვეყნები: აშშ, კანადა, სომხეთი, გემანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსტა რიკა, სვაზილანდი, ინდოეთი, სინგაპური, ჰონგ კონგი, ჩინეთი) მდებარეობს და ყოველწლიურად 7500 მოსწავლეს აერთიანებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩუმლაყი / კოლეჯი / UWC /