განათლება
ჰარის ოლიმპიადა გიწვევთ მონაწილეობისთვის
„განათლების საერთაშორისო აკადემია IAE“ იწყებს ჰარის ოლიმპიადას საქართველოს მასშტაბით. სასკოლო ოლიმპიადა პირველ ეტაპზე ინგლისურ ენაში ჩატარდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა, ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების მიღება.

განათლების საერთაშორისო აკადემია სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტისთვის ახორციელებს კონკურსებს, ზამთრის და ზაფხულის სკოლებს, ტრეინინგ-კურსებს. ჰარის ოლიმპიადის მხარდამჭერია კარიერული წინსვლის აკადემია ACD, ჰოგვარტის ქართულ-ბრიტანული სკოლა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ინგლისური ენის ცენტრი „royal english centre“. პირველი და მეორე ტური ერთდროულად ჩატარდება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, გურჯაანი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი. მესამე, დასკვნითი ტური გაიმართება თბილისში. პირველი ტურის ღირებულებაა 5 ლარი, მეორესი კი - 10 ლარი.

როგორც ორგანიზაცია „განათლების საერთაშორისო აკადემიის“ ვიცე პრეზიდენტი, ნინო მწარიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ოლიმპიადები ჩატარდება შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონზე.

-„განათლების საერთაშორისო აკადემია დაფუძნდა 2016 წლის მიწურულს, 2017 წლის იანვარში უკვე განვახორციელეთ პირველი მასშტაბური პროექტი “ჰიგვარტის ქართულ-ბრიტანული სკოლა“. ამის შემდეგ იყო ინიციატივა, რომ გაგვეგრძელებინა საგანმანათლებლო პროექტების ციკლი და გადავწყვიტეთ, საქართველოს მასშტაბით, ჩაგვეტარებინა ტური ინგლისურ ენაში. შემოდგომის სეზონზე დაემატება: ქართული, მათემატიკა და სამოქალაქო განათლება“.

თბილისის ჰარის ოლიმპიადას ჰყავს რამდენიმე კოორდინატორი, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ოლიმპიადის ყველა ტურის მსვლელობას და მათ წარმატებულ განხორციელებას. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლია შემდეგ მისამართზე: hari.ge
| Print |
FaceBook Twitter Google