განათლება
თელავის უნივერსიტეტის პროფესორების მოხსენება ლაიფციგის უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ცისანა მოდებაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ინგა ტყემალაძე მოხსენებით გამოვიდნენ ქ. ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტში, მე- 10 საერთაშორისო კონფერენციაზე.

თემა იყო „თარგმანი და ინტერპრეტაცია“.  კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებოდნენ.

-"საკმაოდ მნიშვნელოვნი ვიზიტი იყო, რადგან თარგმანის პრობლემატიკასა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ეხებოდა. განვიხილეთ ბევრი თანამდეროვე მიდგომა, ხერხი თუ სტრატეგია, კოლეგებს შორის მოხდა აზრების გაზიარება, მოხსენების შემდეგ კი საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან ასოცირებულმა პროფესორმა ინგა ტყემალაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google