განათლება
განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კოლეჯ „აისში“
ალექსანდრე ჯეჯელავა და ლევან დავითაშვილი, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისში“ იმყოფებოდნენ. სტუმრებმა კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერეს.

რამდენიმე ახალ პარტნიორ ორგანიზაციასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კოლეჯს მომავალი სტუდენტებიც სტუმრობდნენ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიაში საკუთარი შესაძლებლობები მოესინჯათ და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პროფესიონალებისაგან დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ კოლეჯში 37 პროფესია ისწავლება, მათ შორის ძირითადი, სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობებია.ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მარტივი ტესტირების საფუძველზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიმართულებით.


| Print |
FaceBook Twitter Google