განათლება
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასელების მიერ გაცდენილი საათები აღარ იანგარიშება
2017 წლის 24 აპრილიდან 19 მაისის ჩათვლით, მეთორმეტე კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები აღარ იანგარიშება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

უწყების ინფორმაციით, იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები სკოლის მიერ 23 აპრილის ჩათვლით დაითვლება. ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის საკითხი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.
„თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,- წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
| Print |
FaceBook Twitter Google