განათლება
გურჯაანში ძალადობის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლების ავტორები დააჯილდოეს
გურჯაანის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, კამპანიის ფარგლებში „მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“-  ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა. მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. პირველი ადგილი დაიკავა ბაკურციხის საჯარო სკოლის მიერ მომზადებულმა ვიდეომ, მეორე - გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის#4 საჯარო სკოლამ, მესამე კი -კაჭრეთის საჯარო სკოლამ.

-„ოჯახური ძალადობის პრობლემის ხასიათიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ღონისძიების განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კუთხით. შესაბამისად, ეს დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს. ძალიან სასიხარულოა, რომ მოზარდები ასე აქტიურად ჩაერთნენ. ჩანს, მათ აშკარად დაინახეს პრობლემის არსი.“- აღნიშნა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა.

გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლის, კონკურსის მონაწილე ნანუკა კვაჭაძის თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც განხორციელდება.

„კონკურსი ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში იმის გამო, რომ გამოცდილება შევიძინეთ, ვიდეოს გადაღებისა და როლების შესრულების თვალსაზრისით. ბევრი რამ გავიგეთ ძალადობის შესახებ. ჩვენს ვიდეორგოლში 7 ბავშვი მონაწილეობდა. აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ბავშვი მამის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ ურთიერთობა უჭირდა კლასელებთან და მასწავლებლებთან. ვიდეო მე გადავიღე. მინდა აღვნიშნო, რომ მუშაობა და მონაწილეებთან კონტაქტში შესვლა გამიადვილდა.“


მეორე ადგილზე გასული რგოლი


როგორც ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლემ, კონკურსის მონაწილე სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მცდელობამ შედეგი გამოიღო და ამ თემაზე ბევი საჭირო ინფორმაციაც მიიღეს.

„კონკურსმა ძალიან დაგვანტერესა და ყველანაირად ვეცადეთ კარგი ვიდეო გამოსულიყო. ბევრი იდეა გვქონდა, თუმცა ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი შევარჩიეთ. დაგვიფასდა და გავიმარჯვეთ. მუშაობის პროცესი საინტერესო გამოდგა.“



პირველ ადგილზე გასული რგოლი

მესამე და მეორე ადგილზე გასული გუნდები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოეს. ხოლო პირველ ადგილზე გასული ვიდეო მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში მიიღებს.
კონკურსის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.


მესამე ადგილზე გასული რგოლი
| Print |
FaceBook Twitter Google