განათლება
მე-11 და მე-12 კლასის გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია
2016-2017 სასწავლო წლისთვის მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 21 მაისს , ხოლო მე-11 კლასელებისთვის 16 ივნისს დაიწყება.
მე–11 კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია, ხოლო მე–12 კლასის მოსწავლეები : ქართულში, ისტორიშა, უცხო ენაში და მათემატიკაში.
გამოცდების განრიგს საგნების მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინისტრის ბრძანების თანახმად გამოაქვეყნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google