განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.registration.emis.ge,
8 მაისს დილის 9:00 საათზე დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google