განათლება
საუკეთესო პედაგოგი ეროვნული ჯილდოს სახით 10 000 ლარს მიიღებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ დაწესდება.

ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მასწავლებელთა სახლის“ ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას, გამარჯვებულთათვის ისეთი ჯილდოს გადაცემით, რომელიც მსოფლიოს ყველა მასწავლებელს წარმატების სურვილს გაუჩენს.

საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი მაისის ბოლოს გამოცხადდება და გამარჯვებული პრიზის სახით 10 ათას ლარს მიიღებს.
საუკეთესო პედაგოგის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს გაიმართება. გამარჯვებული პედაგოგი ავტომატურად მსოფლიო პედაგოგთა კონკურსის მონაწილე გახდება.
| Print |
FaceBook Twitter Google