განათლება
გასვლითი გაკვეთილის შემთხვევაში პედაგოგი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს
თუ პედაგოგები ბავშვებს წინასწარ დადგენილ ადგილებში წაიყვანენ და გასვლით გაკვეთილს ჩაუტარებენ, მათ დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ექსკურსია დღეს არსებული ფორმით აღარ იარსებებს.
„ჩვენ გვინდა რომ [ექსკურსიამ] გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ტრადიციული ექსკურსიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვინდა რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა გვქონდეს. შევქმნით კატალოგს. მიმღები ორგანიზაციების კატალოგს, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუ ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ ასე ვთქვათ გასვლით გაკვეთილს, მაშინ მასწავლებლებს, დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ“,- განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, პროგრამის დანერგვა წელს დაიწყო და მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google