განათლება
საგამოცდო ბარათის მიღების წესი და ფორმა იცვლება
2017 წელს ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათის მიღების წესი და ფორმა განსხვავებულია.მისი ამობეჭდვა კი ივნისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.


საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან (გვერდი, სადაც აპლიკანტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) თავად ამობეჭდავენ.

აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს იქნება A4 ფორმატის ფურცელი, რომელზეც დატანილია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ასევე იმ მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
აბიტურიენტებმა, მაგისტრობის მსურველებმა და მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულებმა გამოცდების ცენტრის გვერდს ყურადღება 15 ივნისის შემდეგ უნდა მიაქციონ. გვერდი გაავრცელებს ინფორმაციას და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება პირად სარეგისტრაციო გვერდზეც ამობეჭდვის სპეციალური ნიშანი.

| Print |
FaceBook Twitter Google