განათლება
მე-7, მე- 12 კლასებისთვის გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი განისაზღვრა
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტრული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი განისაზღვრა.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია– 2017 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით იწარმოებს .ექსტერნის გამოცდის ჩატარების განრიგი – 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.
რაც შეეხება პროცედურას, გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.

| Print |
FaceBook Twitter Google