განათლება
როდის დაიწყება ზემო კაჭრეთში სკოლის მშენებლობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხვალ საგანმანათლებლო პროცესის დაწყება ისევ კაჭრეთის საჯარო სკოლაში მოუწევთ.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი ამბობს, მშენებლობის დაწყებისთვის მეორე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

-“ყველა დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის დაწყებისთვისაა საჭირო, მზადაა, გარდა ერთისა. მთავრობის 41-ე დადგენილება ითვალისწინებს, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს გარემო, სადაც სკოლა უნდა აშენდეს. ამიტომ, მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ არის საკმარისი და სხვა ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. ველოდებით, რომ ეს დასკვნა მალე დაიდება, რადგან შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. მინდა აღვნიშნო, რომ ძველი სკოლის დემონტაჟი 2016 წლის იანვარში დამთავრდა. “-აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, მოზარდებს გადაადგილების პრობლემა არც ამ სასწავლო წელს ექნებათ და მეზობელი სოფლის სკოლაში მისასვლელად ისევ ტრანსპორტი მოემსახურებათ.

მისივე ცნობით, სოფელ ზემო კაჭრეთში სკოლის მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google