განათლება
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა.

როგორც გურჯაანის ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგმა ხათუნა იმედაშვილმა აღნიშნა, კლასში 25 მოსწავლე ირიცხება.
„ სკოლამ პირველკლასელებს უსაჩუქრა ფანქარი, საშლელი და სათლელი. როგორც სხვა წლებში, მათ ახლაც გადავცემთ წიგნებს და რვეულებს, ასევე ნოუთბუქებს. დიდი შემართებით ვიწყებთ სასწავლო წელს და იმედი მაქვს, წარმატებებს მივაღწევთ.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს 609 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

| Print |
FaceBook Twitter Google