განათლება
ვაშლის დარიგება სკოლებში ოქტომბრიდან დაიწყება
სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება. – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ განაცხადა.

იმ ათი სკოლის ჩამონათვალში, რომლის მოსწავლეებიც კვირაში ერთ დღეს ვაშლს მიიღებენ, რეგიონების ვერცერთი სკოლა ვერ მოხვდა.
როგორც მინისტრმა განაცხადა , რეგიონის სკოლებში ძირითადად აქცენტი სპორტულ აქტივობებზეა გაკეთებული.
„ იქ შედარებით უფრო არსებობს ჯანსაღი კვების საშუალება. ქალაქის დიდი სკოლები იმიტომ ავირჩიეთ, რომ ეს ის ადგილებია, სადაც ყველაზე არაჯანსაღი კვება და ცხოვრების წესია დამკვიდრებული. გვინდა, რომ საზოგადოების და მშობლების ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აკადემიური შედეგისთვის და ბავშვის კარგად ყოფნისთვის რას სწავლობს და სად სწავლობს ამაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ჯანსაღი კვება“, – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

| Print |
FaceBook Twitter Google