განათლება
საჯარო სკოლებში ოც წუთიანი შესვენება დაწესდა
საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებს შორის ერთი შესვენება გახანგრძლივდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით სამი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები 20 წუთიანი შესვენებით ისარგებლებენ.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, ეს დრო ბავშვებს საშუალებას მისცემს დასვენებისა და სურვილის შემთხვევაში კვებისთვის გამოიყენონ.
„ბავშვები ხშირ შემთხვევაში ვერ ასწრებენ ბუფეტში ჩასვლას, ან კიდევ სახლიდან წამოღებული სადილის ჭამას. დასვენება იმისთის არის გათვალიწიენბული, რომ ამ ხნის განმავლობაში ბავშვმა შეძლოს დასვენებაც და თუკი შია ამ პერიოდშისაჭმელიც შეჭამოს.“
ოც წუთიანი შესვენაბა არ შეეხო ორცვლაში მომუშავე სკოლებს. იქ ათწუთიანი შესვენება დაწესდა.
| Print |
FaceBook Twitter Google