განათლება
სკოლებში ვაშლს მომდევნო კვირიდან დაარიგებენ
სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ტენდერი უკვე დასრულებულია.

ვაშლებს კვირაში ერთხელ მოსწავლეებს პედაგოგები და მანდატურები დაურიგებენ.  შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის ინიციატივით, თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მოსწავლეებს ვაშლი კვირაში ერთხელ დაურიგდებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაშლი / სკოლა /