განათლება
საჯარო სკოლებში კვების ობიექტების შემოწმება იწყება
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საჯარო სკოლებში კვების ობიექტების შემოწმებას იწყებს.

როგორც ჩვენთან საუბარში რესურსცენტრის უფროსმა სპეციალისტმა მერი მირველაშვილმა აღნიშნა, პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.
„ უნდა შევიდეთ სკოლებში და ჩავატაროთ მონიტორინგი. კვების რეგულაციები, რისი გაყიდვა შეიძლება და რისი - არა, განათლების სამინისტრომ გადმოგვიგზავნა. მაგალითად, არ შეიძლება კრემიანი ნაწარმის, საღეჭი რეზინის, გაზიანი სასმელის და სხვა მსგავსი პროდუქტების გაყიდვა, რამაც შეიძლება ბავშვის ადვილად მოწამლვა გამოიწვიოს. ბუფეტი, უნდა იყოს ისეთი, რომ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. კვების ობიექტებთან ერთად, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებსაც შევამოწმებთ. თუ რამე დარღვევა იქნება, სამინისტროსაც ვაცნობებთ.“
მისივე თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ადმინისტრაციას მითითება მიეცემა, რადგან მათ სანქციის გავრცელების უფლება არ აქვთ.



| Print |
FaceBook Twitter Google