განათლება
ახალი სტანდარტები- რა იცვლება საბავშვო ბაღებში
საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაღებში ის ოთხი სტანდარტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს.
ეს სტანდარტებია- კვებისა და რაციონის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, აღმზრდელ-პედაგოგის, ასევე ადრეული და სკოლამდელი განვითარების.

თუკი სააღმზრდელო დაწესებულებები 2018 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ისინი ავტორიზაციის გარეშე დარჩებიან.

„რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი მნიშვნელოვანია და საბავშვო ბაგა ბაღებში მათ დასანერგად შესაბამისი ფინანსებია საჭირო. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, აგვისტოს ბოლოს წარადგინოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. ეს პროექტი უკვე მივიტანეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა ახლა ახალი ხელმძღვანელი მოვა და ხელახლა გავაგზავნით.“-გვითხრა გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღანელმა ლელა თევდორაშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ზემოთ აღნიშნული სტანდარტების ამოქმედება მოხდეს, შესაბამისი სამინისტროები ერთობლივად არიან ჩართულები.

„დღეს მოქმედებს აღმზრდელის შტატი და მას პედაგოგის სტატუსი არ აქვს. განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღო აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდულების შემუშავება. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი მოახდენენ დღეს მოქმედი აღმზრდელების გადამზადებას, რათა მათ პედაგოგის სტატუსი მიიღონ. დაფინანსებას კი ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველჰყოფს. ვერ ვიტყვი, რომ გადამზადების შემდეგ ყველა მიიღებს შესაბამის სტატუსსა და ანაზღაურებას. ისინი სერტიფიცირებას გაივლიან და ამის მიხედვით მოხდება შერჩევა.“-აღნიშნა ლელა თევდორაშვილმა.

რეორგანზიაციის შედეგად, თითოეული ბაღი არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. სტატუსი შეეცვლებათ მენეჯერებს და მათ დირექტორები დაერქმევათ.

„როგორ მოხდება მათი დანიშვნა, კონკურის წესით თუ ტესტირებით, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულია მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აუცილებელია, უმაღლესი აკადემიური განათლება, ამასთან ერთად თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს მუშაობის ერთი წლის სტაჟი, უნდა იცოდეს კანონი შესყიდვების შესახებ, რეფერირების წესი, შრომის კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია და ა.შ. მოთხოვნები დამტკიცდა დანარჩენი პერსონალისთვისაც. მაგალითად, დღეს აღმზრდელის თანაშემწეებს არანირი განათლება არ მოეთხოვებათ. ცვლილების მიხედვით, ეს შტატი აღარ იქნება და აღმზრდელები ერქმევათ. მათ კი სულ მცირე, პროფესიული განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ.“

2018 წლის პირველი იანვრიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების სტანდარტიც იცვლება. სამჯერადის ნაცვლად, კვება ოთხჯერადი გახდება. თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში აქამდე ერთი ბავშვის კვებაზე დღიურად დაახლოებით 1 ლარი და 20 თეთრი იყო გათვალისწინებული, ახალი პროექტის მიხედვით ეს თანხა 3 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს.

„ყველა ბაღი 9-დან 6 საათამდე იმუშავებს. დღეს ამ განრიგით მხოლოდ ის სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობენ, სადაც გახანგრძლივებული ჯგუფებია. ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდა. ბავშვებმა ყოველდღე უნდა მიირთვან ხილ-ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. მოზარდმა ბაღში დღიური კვებითი რაციონის 75% უნდა მიიღოს.“

მთავრობამ დაამტკიცა ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების რეგლამენტიც. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღანელი ამბობს, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში, კარგი მდგომარეობაა და არსებული სიტუაცია მოთხოვნებს შეესაბამება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და გარემოს მოწყობის სტანდარტს, ეს რეგლამენტი მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. ამ კუთხით მოთხოვნები საბავშვო ბაღებმა სავარაუდოდ 2020 წლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / სტანდარტი /
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.