განათლება
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება
2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
„ცალკეა ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტი და ცალკე ბეჭდვა. ტენდერი გამოავლენს ბეჭდვის ფასს, თუმცა საპროგნოზო ღირებულება 15 მილიონი ლარია; შეიძლება 12 მილიონიც იყოს. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტს, დღევანდელი გათვლებით, თუ რაიმე ახალი წიგნი არ დაემატა, საავტორო უფლებებისთვის 6-დან 7 მილიონ ლარამდე იქნება. ჯამში, 23 მილიონია ბიუჯეტში გათვლილი, აქედან 1 მილიონი ლოჯისტიკისთვისაა გათვალისწინებული, 10 მილიონზე მეტი წიგნი იქნება სკოლებში დასარიგებელი“, – აცხადებს მურღულია.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები იქნება წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.
„რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. პირველიდან მე-6 კლასამდე შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება – ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება“, – ამბობს მურღულია.

რაც შეეხება წიგნის წონას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ის უფრო მსუბუქი იქნება. მისივე თქმით, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდებათ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის
მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე
მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
11:41 / 11.11.2017
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი
ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
17:00 / 07.11.2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი
განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა
გააკეთა.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
16:17 / 07.11.2017
საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაღებში ის ოთხი სტანდარტი დაამტკიცა,
რომლის მიხედვითაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო
პროცესი უნდა წარიმართოს.
საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაღებში ის ოთხი სტანდარტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს.
15:00 / 04.11.2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საბავშვო
ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და
დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
16:16 / 23.10.2017
სხვა ამბები
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
11:41 / 11-11-2017
2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
13:23 / 10-11-2017
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
17:00 / 07-11-2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
16:17 / 07-11-2017
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
18:16 / 31-10-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2017 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.