განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარჩინებული სწავლისთვის 68 მოსწავლე დააჯილდოეს
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
მეათე კლასის მოსწავლეებს პროექტ ,,პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტატული ლეპტოპები, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ.
როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა აღნიშნა, ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ რომლებსაც მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით ყველა საგანში ათი ქულა ჰქონდათ. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„გასულ წელს ჩვენი რაიონიდან არ იყო ბავშვების მცირე რაოდენობა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. წელს ჩვენი საჯარო სკოლების 68 მოსწავლეს გადაეცა პერსონალური კომპიუტერი. ეს მნიშვნელოვანია მათი მოტივაციის გაზრდისთვის. ასევე არის გამოწვევაც, რომ მომდევნო კლასებში დაამტკიცონ, თუ ამ საფეხურზე იყვნენ წარმატებული უნდა იყვნენ წარმატებული მომდევნო საფეხურზეც.“

შეგეხსენებთ, რომ შარშან განათლების სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტ „პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 53 მოსწავლე დაჯილდოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google