განათლება
სამხედრო პირები სკოლებში ლექციებს ჩაატარებენ
2018 წლიდან სკოლებში სამხედრო პირების მიერ ლექციების ჩატარება და ერთობლივი სახელმძღვანელოს შექმნა იგეგმება. ახალი ინიციატივის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ კუთხით არსებული პრობლემა გლობალურია, რომელიც უწყებათაშორის კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს.
„გლობალური პრობლემაა, რომ მოქალაქეს ჰქონდეს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რაც თავისი ქვეყნის წინაშე აქვს და ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით განათლების მიღებაზე, არამედ განათლების სისტემაზე, სკოლის ასაკში ამ მოტივაციის შექმნაზე. ესეც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ასევე გულისხმობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. განსაკუთრებით კი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობისა. ჩვენ უკვე კონკრეტული გეგმები გვაქვს, როგორც საერთო სახელმძღვანელოსი, ისე ლექციების და სამხედროების მისვლის თვალსაზრისით სკოლებში, რათა მეტი მოტივაცია და მეტი ინტერაქციის ხარისხი იყოს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლექცია / სკოლა /