განათლება
მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი კალმის მიტანა შეეძლება
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.


ცვლილების თანახმად აკრძალულია პასუხების ფურცლის შესავსებად ამ განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
„აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე შეიტანოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად”, - ნათქვამია განახლებულ დოკუმენტში.
| Print |
FaceBook Twitter Google