განათლება
ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტები იცვლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ზოგადი უნარების ტესტებში "ანალოგიების" ნაწილი დამოუკიდებელი ბლოკის სახით აღარ იქნება და ის წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკს შეერთდება. 10 დავალებიდან 5-7 ტექსტში მოცემული დავალებების გააზრების შესამოწმებლად იქნება, დარჩენილი 3-5 დავალება კი "ანალოგიების" ტიპის. ზოგადი უნარების ტესტებში ამ ცვლილების გამო ლოგიკის ბლოკის დავალებების რაოდენობა გაიზარდა.

ზოგადი უნარების ტესტი ორი - ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან შედგება შედგება. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აბიტურიენტს საათი და 35 წუთი აქვს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების შეცვლა იგეგმება. შეფასების მაქსიმალური ქულა 24-ის ნაცვლად 20 გახდება.

| Print |
FaceBook Twitter Google