განათლება
სკოლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება. მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი კი 21 წლამდე აიწევს.


„სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაშიპოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება; მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის.

მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.

პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.








Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მეთორმეტე კლასის გამოცდები დასრულდა. გურჯაანის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში გამოცდებზე 486
მოქმედი მეთორმეტე კლასელი და 150 სკოლიდან გასული ბავშვი იყო
დარეგისტრირებული.
მეთორმეტე კლასის გამოცდები დასრულდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში გამოცდებზე 486 მოქმედი მეთორმეტე კლასელი და 150 სკოლიდან გასული ბავშვი იყო დარეგისტრირებული.
15:47 / 24.05.2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭოს დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
10:32 / 24.05.2018
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
ისინი გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა,
ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. ისინი გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.
11:22 / 22.05.2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა
„12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის
სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
12:49 / 14.05.2018
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა
კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
13:10 / 12.05.2018
სხვა ამბები
მეთორმეტე კლასის გამოცდები დასრულდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში გამოცდებზე 486 მოქმედი მეთორმეტე კლასელი და 150 სკოლიდან გასული ბავშვი იყო დარეგისტრირებული.
15:47 / 24-05-2018
სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში ფინალური ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობას გურჯაანის მეოთხე და მეორე საჯარო სკოლის გუნდები იღებდნენ.
16:03 / 23-05-2018
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ორთაბრძოლაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
13:06 / 16-05-2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
12:49 / 14-05-2018
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში, "საბავშვო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2018“ გაიმართება.
11:50 / 14-05-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.