განათლება
განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის სამწლიან სტრატეგიაზე მუშაობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის სამწლიან სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან დაინერგება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განმარტებით, უსაფრთხო სკოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მანდატურის როლის გაძლიერება და უსაფრთხოების დაცვის კონცეფციაა.
„ჩვენ, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მოვამზადეთ ერთხელ 2013 – 2014 სასწავლო წელს, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი ცვლილებები და სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა. დროა, რომ გადავხედოთ ამ კონცეფციას, გადავახალისოთ, რადგან ძალიან ბევრი ამოცანა, რაც დავსახეთ, დღეს უკვე შესრულებულია. ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ გადავხედეთ დოკუმენტს და ჩვენ ძალიან მალე მას საჯარო განხილვისთვის გამოვიტანთ. “


მისივე ინფორმაციით, უსაფრთხო სკოლის სტრატეგია შემდეგი სხვადასხვა მოქმედების განხორციელებას ითვალისწინებს:
• საგანმანათლებლო და პრევენციული აქტივობები, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სკოლებში უსაფრთხოება იყოს დაცული.
• სასკოლო კულტურის გაძლიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაა დასახული.
• ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში ძალადობასთან (ბულიგთან) დაკავშირებული სწორი დამოკიდებულების შექმნას.
• საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას იმ დამატებით სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებზე, რომლებიც თავისუფალი დროის სწორ მენეჯმენტში დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს.
• მშობლებთან კომუნიკაცია და ა.შ.

სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, სამინისტრო დოკუმენტს სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს, საჯაროდ განსახილველად გამოიტანს, რის შემდეგაც მას მინისტრი დაამტკიცებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან
ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება
მოუწევთ.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.
17:29 / 16.10.2018
,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დებატ კლუბები შეიქმნება.
,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დებატ კლუბები შეიქმნება.
13:06 / 09.10.2018
3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების
მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
16:10 / 02.10.2018
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გასული წლების მსგავსად
მიმდინარე წელსაც დააფინანსებს. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ამ მიმართულებით 2 520 000 ლარი გამოყო.
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც დააფინანსებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ მიმართულებით 2 520 000 ლარი გამოყო.
12:14 / 28.09.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ
წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოებისთვის საჭირო საბუთების ნუსხა
განსაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოებისთვის საჭირო საბუთების ნუსხა განსაზღვრა.
12:11 / 26.09.2018
სხვა ამბები
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ.
17:29 / 16-10-2018
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ.
16:56 / 16-10-2018
მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით.
16:52 / 16-10-2018
ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.
15:02 / 16-10-2018
მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
10:58 / 16-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2018 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.