განათლება
მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგის თეა გურგენიძის საქმეს, რომელსაც მოსწავლის ცემაში სდებენ ბრალს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლის.
- "სამეურვეო საბჭო გუშინ შეიკრიბა. საბჭოს წევრები არ დაეთანხმნენ დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თეა გურგენიძე უნდა გათავისუფლდეს. სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში გავაგზავნე და ისინი შეისწავლიან"- აღნიშნა speqtri.ge-სთან იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვაგიფ ახმედოვმა.

ცნობისთვის,  სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა. თავად პედაგოგი ბრალდებებს უარჰყოფს, მანანა ცუცქირიძეს უპირისპირდება და ამბობს, რომ პროცესი სწორედ მისი მხრიდან არის მართული, მიზეზად კი წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google